A B C D E F G H I J K L M N O P R S T V W

მ. მა მგ მდ მე მზ მი მკ მნ მო მრ მს მუ მც მძ მწ
მოგ მოდ მოზ მოკ მოლ მონ მორ მოს მოტ მოუ მოქ მოღ მოც მოძ მოხ

მორიტას თერაპია

Rus. Морита терапия
L. Morita S., 1919
სპეციფიკური იაპონური ფსიქოთერაპიული მეთოდი. დამყარებული ძენ-ბუდიზმის პრინციპებზე. მოწოდებულია ნევრასთენიის სამკურნალოდ. საჭიროა ავადმყოფის ხანგრძლივად მოთავსება საავადმყოფოში. პირველი კვირის განმავლობაში – დაბნელებულ ოთახში, იზოლაციის პირობებში. ავადმყოფმა თვითონ უნდა დაძლიოს საკუთარი ავადმყოფური განცდები, შეგრძნებები, პრობლემები. შემდგომ 40-60 დღის განმავლობაში მკურნალობის რეჟიმში შედის დასაქმების ელემენტები. შრომითი თერაპია. ამ შემთხვევაშიც აუცილებელია ავადმყოფის იზოლაცია ახლობლებისა და მეგობრებისაგან. დაუშვებელია საკუთარ სიმპტომებზე მსჯელობა გარშემომყოფებთან. მიზანი – პიროვნების გარდაქმნა თვითდაკვირვების, თვითჩაღრმავების გზით. შემდგომში ერთვება ჯგუფური ფსიქოთერაპია
Source: ფსიქიატრიული ენციკლოპედია / შემდგ.: აკაკი გამყრელიძე, ნანა ნიკოლაიშვილი. - თბ. : მერანი-3, 1999 (მერანი-3). - 468გვ. ; 28სმ.. - ბიბლიოგრ.: გვ. 465-467. - ISBN 99928-34-40-4.
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9