A B C D E F G H I J K L M N O P R S T V W

შა შე შვ შთ ში შმ შნ შო შპ შრ შტ შუ შფ შჩ
შთა

შთაგონებადობა

Rus. внушаемость
სხვა პირის ან პირთა ჯგუფის მხრიდან ფსიქიკური ზემოქმედების მიღების უნარი, შთაგონებისადმი დაქვემდებარებულობის ხარისხი, წარმოადგენს პიროვნების ინდივიდუალურ თვისებას, დამოკიდებულია რიგ თავისებურებებზე (მაგ., ისტერიული პიროვნებების შთაგონებადობა უფრო მაღალია, ვიდრე ფსიქასთენური პირებისა). ასაკზე (შთაგონებადობა მაღალია ბავშვებში), ზოგიერთ ავადმყოფურ მდგომარეობაზე (მომატებული შთაგონებადობა ტიპურია ალკოჰოლიზმით დაავადებულთათვის), ამა თუ იმ მომენტში პიროვნების ფსიქიკურ მდგომარეობაზე, მის ემოციურობაზე. დაღლილობის ხარისხზე და ა.შ. მნიშვნელოვნადაა დაკავშირებული კონფორმულობაზე, ანუ საკუთარი ქცევის სხვა ადამიანთა შემოქმედებისადმი დაქვემდებარების ტენდენციაზე (ასეთი „ჯგუფური ზეწოლა“ განპირობებულია სოციალერი ფაქტორებით). შთაგონებადობის სხვადასხვა ხარისხი და მისი ხასიათი განსაზღვრავს ფსიქოთერაპიული მეთოდის შერჩევას - ჰიპნოთერაპია, რაციონალური ფსიქოთერაპია. შთაგონებადობა ჰიპნოზურ ზემოქედებასთან მიმართებაში — ჰიპნაბელობა. არსებობს სპეციალური სინჯები შთაგონებადობაზე— ასტახოვის (Астахов С.Н., 1962) სინჯი - წარბზედა რკალის მიდამოში ქუთუთოებზე იოლი ზეწოლა შესაბამისი შთაგონების შემდეგ აწეული შთაგონებადობის და ჰიპნაბელობის პირებში იწვევს ქუთუთოების შეკვრას. ბულის (Буль Н.И., 1955) სინჯი - ავადმყოფს ხელში აძლევენ ძაფზე დაკიდულ ლითონის ტვირთს, რომელსაც ხან უახლოებენ ხან აშორებენ ხისგან გამოთლთლ ნალის ფორმის სპეციალურად შეღებილ „მაგნიტს“. ავადმყოფს შთააგონებენ მიაქციოს ყურადღება „მაგნიტით“ მოზიდული ტვირთის გადახრას შთაგონებად პირებში ტვირთი მართლაც იწყებს რხევას მოცემული მიმართულებით იდეამოტორული მოძრაობების აღმოცენების შედეგად
Source: ფსიქიატრიული ენციკლოპედია / შემდგ.: აკაკი გამყრელიძე, ნანა ნიკოლაიშვილი. - თბ. : მერანი-3, 1999 (მერანი-3). - 468გვ. ; 28სმ.. - ბიბლიოგრ.: გვ. 465-467. - ISBN 99928-34-40-4.
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9