A B C D E F G H I J K L M N O P R S T V W

ია იგ იდ იე ივ იზ იი ილ იმ ინ იო იპ ირ ის იტ იუ იფ იქ იშ იც
იაკ იან იარ იას იატ იაქ

იატროგენია

Rus. ятрогения
Gk. iatros – ექიმი, genes – გამომწვევი
(Bumke O., 1925). ფსიქოგენიის ერთ-ერთი ვარიანტი. ავადმყოფური დარღვევების მიზეზია ექიმის არასწორი ქცევა (ექიმის მიერ გაუფრთხილებელი გამონათქვამი ავადმყოფობის სიმძიმისა და ცუდი პროგნოზის შესახებ, ავადმყოფისთეის სამედიცინო დოკუმენტაციის გაცნობის შესაძლებლობა, სამეცნიერო–პოპულარული ლექცია, სხვა ავადმყოფებში ანალოგიური დაავადებების ცუდი გამოსავალის შესახებ ინფორმაციის მიწოდება და ა.შ.). იატროგენური დაავადებები თითქმის ერთდროულად იყო აღწერილი გრულეს, ბლოილერის, კრეჩმერის (H.W. Gruhle, E. Bleuler, E. Kretschmer) მიერ. მისი პათოგენეზი მკაფიოდაა დახასიათებული ბუმკეს (O. Bumke) მიერ, რომელიც აღნიშნავს, რომ ხშირად ექიმი ვერც კი ამჩნევს დაავადების ფსიქოგენეზში საკუთარი როლის მნიშვნელობას. იატროგენისთვის ყველაზე მეტად დამახასიათებელია დეპრესიული და იპოქონდრიული მდგომარეობები
Source: ფსიქიატრიული ენციკლოპედია / შემდგ.: აკაკი გამყრელიძე, ნანა ნიკოლაიშვილი. - თბ. : მერანი-3, 1999 (მერანი-3). - 468გვ. ; 28სმ.. - ბიბლიოგრ.: გვ. 465-467. - ISBN 99928-34-40-4.
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9