A B C D E F G H I J K L M N O P R S T V W

ბა ბე ბი ბლ ბნ ბო ბჟ ბრ ბუ
ბუა ბუბ ბუდ ბუზ ბუი ბუკ ბულ ბუმ ბუნ ბურ ბუს

ბურნოს მეთოდი ფსიქოთერაპიისა შემოქმედებითი თვითგამოხატულებით

Rus. Бурно метод психотерапии творческим самовыражением
(Бурно М.Е., 1983). კლინიკურ-ფსიქოთერაპიული მეთოდი მოსაზღვრე ფსიქიკური მდგომარეობების სამკურნალოდ (ფარტო სპექტრით, მცირედპროგრედიენტული შიზოფრენიის ჩათვლით), რომლებიც გამოირჩევა დეფენზიური გამოვლინებებით (საკუთარი არასრულფასოვნების მძიმე განცდა). მეცადინეობები ინდივიადულური და ჯგუფური, ამბულატორიული და სახლის პირობებში. ავადმყოფები სწავლობენ შემოქმედებით თვითგამოხატულებას თავიანთი შესაძლებლობების მიხედვით, შეისწავლიან საკუთარ პიროვნულ თავისებურებებს, ხასიათობრივ რადიკალებს, საკუთარი ნევროზული და ნევროზისმაგვარი დარღვევების სპეციფიკას. ავადმყოფები ახდენენ რა თვითდამკვიდრებას, ერთვებიან საზოგადოებრივად სასარგებლო შრომაში და ამ გზით პოულობენ ავადმყოფური მდგომარეობიდან გამოსავალს. მკურნალობის სრული ამბულატორიული კურსი გრძელდება 2-5 წელი
Source: ფსიქიატრიული ენციკლოპედია / შემდგ.: აკაკი გამყრელიძე, ნანა ნიკოლაიშვილი. - თბ. : მერანი-3, 1999 (მერანი-3). - 468გვ. ; 28სმ.. - ბიბლიოგრ.: გვ. 465-467. - ISBN 99928-34-40-4.
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9