Rus. галеантропияGk. galē – კატა, anthrōpos – ადამიანი მეტამორფოზის ბოდვის სახე, რომლის დროსაც ავადმყოფი დარწმუნებულია, რომ იგი გადაიქცა კატად. მეტამორფოზის ბოდვის სახეებისგან განსხვავებით (რომლისთვისაც დამახასიათებელია, თითქოს ავადმყოფი გადაიქცა უსულო საგნად), გალეანთროპია წარმოადგენს ზოოანთროპიის ვარიანტს – ცხოველად გადაქცევის ბოდვა
Source: ფსიქიატრიული ენციკლოპედია / შემდგ.: აკაკი გამყრელიძე, ნანა ნიკოლაიშვილი. - თბ. : მერანი-3, 1999 (მერანი-3). - 468გვ. ; 28სმ.. - ბიბლიოგრ.: გვ. 465-467. - ISBN 99928-34-40-4.