A B C D E F G H I J K L M N O P R S T V W

გა გე გი გლ გო გჟ გრ გუ
გაბ გაგ გად გაი გაკ გალ გამ გან გაო გარ გას გაუ გაქ გაღ გაშ გახ

გამოსავალი მდგომარეობები

Rus. исходные состояния
ღრმა ფსიქიკური დეგრადაციის მყარი მდგომარეობა როგორც პათოლოგიური პროცესის დამამთავრებელი სტადია. ეს ცნება ყველაზე მეტადაა შემუშავებული შიზოფრენიასთან მიმართებაში, რომლის დროსაც გ.მ. ცვლის ფსიქიკური დეფექტის სტადიას. თუ დეფექტის დროს შესაძლებელია კლინიკური დინამიკა როგორც მისი შემდგომი გაღრმავების, ასევე შესუსტების მხარეს. გამოსავალი მდგომარეობებისთვის დამახასიათებელია დეკომპენსაციის სტაბილურობა (Амбрумова А.Г., 1962). ედელშტეინის (Эдельштейн А.О., 1938) მიერ შემუშავებულია შიზოფრენიის გამოსავალი მდგომარეობების ტიპოლოგია პიროვნების დესტრუქციასთან დაკავშირებით: 1) აპათიური ჭკუასუსტობის სინდრომი (მისწრაფებების დემენცია), რომლის დროსაც წინა პლანზეა ექსტრაინტელექტუალური ფაქტორების ფუნქციონირების დარღვევა; 2) ჭკუასუსტობით გამოსავალის „ორგანული“ ტიპი, ხასიათდება კრიტიკის დარღვევით, მსჯელობის პრიმიტიულობით, აზროვნების სიღარიბით, ფსიქიკური პროცესების გამოფიტვით; 3) რუინირების სინდრომი – პიროვნების და ინტელექტის ტოტალური დარღვევა, როცა შენარჩუნებულია მხოლოდ უმდაბლესი ფსიქიკური ფუნქციები. შიზოფრენიული გამოსავალი მდგომარეობის შემთხვევები, რომელშიც ძირითადი როლი შეასრულა ღრმა პიროვნულმა დეზინტეგრაციამ, გამოყოფილია როგორც პიროვნული დეზინტეგრაციის სინდრომი. ამბრუმოვა შიზოფრენიის გამოსავალი მდგომარეობების სახით განიხილავს მხოლოდ სტაბილურ რეზიდუალურ-დეფექტურ მდგომარეობებს, რომლებიც ხასიათდება სრული დეკომპენსაციით და მათ მიაკუთვნებს რუინირების სინდრომს, ედელშტეინის მიხედვით
Source: ფსიქიატრიული ენციკლოპედია / შემდგ.: აკაკი გამყრელიძე, ნანა ნიკოლაიშვილი. - თბ. : მერანი-3, 1999 (მერანი-3). - 468გვ. ; 28სმ.. - ბიბლიოგრ.: გვ. 465-467. - ISBN 99928-34-40-4.
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9