A B C D E F G H I J K L M N O P R S T V W

გა გე გი გლ გო გჟ გრ გუ
გაბ გაგ გად გაი გაკ გალ გამ გან გაო გარ გას გაუ გაქ გაღ გაშ გახ

გამოწვეული პოტენციალები

Rus. вызванные потенциалы
მხედველობის, სმენის ორგანოების, პერიფერიული მგრძნობიარე ნერვების ან თავის ტვინის ქერქის აფერენტული სტიმულაცია, რომელიც იწვევს ელექტროგენური პასუხების აღმოცენებას. მისი ანალიზი ხდება კომპიუტერული მეთოდების საშუალებით სიგნალის დამუშავებით. მხედველობით და აკუსტიკურ ღეროვან და სომატურ-სენსორულ გამოწვეული პოტენციალებს შეუძლია იმ სენსორული სისტემების გამტარი გზების დაზიანების აღმოჩენა. რომელიც ხშირად კლინიკურად „მუნჯია“. მოტორული გამოწვეული პოტენციალების მიღება შესაძლებელია მამოძრავებელი გამტარი გზების ტრანსკრანიალური სტიმულაციის დროს. ამ მეთოდით მიიღება ინფორმაცია მამოძრავებელი სისტემის მთლიანობის შესახებ
Source: ფსიქიატრიული ენციკლოპედია / შემდგ.: აკაკი გამყრელიძე, ნანა ნიკოლაიშვილი. - თბ. : მერანი-3, 1999 (მერანი-3). - 468გვ. ; 28სმ.. - ბიბლიოგრ.: გვ. 465-467. - ISBN 99928-34-40-4.
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9