გარე ან შიგა გარემოს ფაქტორი. რომელიც ცვლის აგზნებადი სტრუქტურების მდგომარეობას. გამღიზიანებელს არჩევენ მოდალობის მიხედვით, ანუ განსაზღვრულ რეცეპტორებზე მიმართულების მიხედვით. არის აგრეთვე სპეციფიკური (შეესაბამება სპეციალურ, ადეკვატურ რეცეპტორს), არასპეციფიკური, არაადეკვატური (მოქმედებს იმ ბიოლოგიურ სტრუქტურებზე, რომელიც არ არის სპეციალურად შეგუებული მათ მისაღებად), პათოლოგიური (წარმოადგენს ავადმყოფური დარღვევის აღმოცენების მიზეზს), განსაკუთრებული, სტრესული (იწვევს თავდაცვით-შემაგუვბელი მექანიზმების მობილიზაციას, მაგრამ არ იწვევს დაავადების აღმოცენებას), ქვეზღურბლოვანი და ზღურბლოვანი (რომელთაც არა აქვს ან აქვს უნარი, გამოიწვიოს შესწავლისათვის შესაძლებელი რეაქცია)
Source: ფსიქიატრიული ენციკლოპედია / შემდგ.: აკაკი გამყრელიძე, ნანა ნიკოლაიშვილი. - თბ. : მერანი-3, 1999 (მერანი-3). - 468გვ. ; 28სმ.. - ბიბლიოგრ.: გვ. 465-467. - ISBN 99928-34-40-4.