Rus. разгрузочно-диетическая терапия (Николаев Ю.С., 1948). ფსიქიკური დაავადებების მკურნალობის ერთ-ერთი ზოგადბიოლოგიური მეთოდი. დამყარებულია დოზირებულ შიმშილზე წყლის გამოყენებით და შემდგომი დიეტური კვებით. ნიკოლაევის აღმდგენი დიეტა შეიცავს უპირატესად რძის პროდუქტებს და მცენარეულ საკვებს მარილის რაოდენობის შემცირებით. საკვების ენერგეტიკული ღირებულება და მოცულობა, რომელიც შეიცავს ცილებს, ცხიმებს და ნახშირწყლებს, შიმშილის პერიოდის შემდეგ იზრდება მკაცრად თანდათანობით. ნაჩვენებია დუნედ მიმდინარე და მცირედპროგრედიენტული ვარიანტის შეტევისმაგვარი შიზოფრენიის, ეგზოგენურ-ორგანული წარმოშობის გახანგრძლივებული ნევროზის და ნევროზისმაგვარი მდგომარეობების დროს (Николаев Ю.С., Полищук Ю.И., 1979).
Source: ფსიქიატრიული ენციკლოპედია / შემდგ.: აკაკი გამყრელიძე, ნანა ნიკოლაიშვილი. - თბ. : მერანი-3, 1999 (მერანი-3). - 468გვ. ; 28სმ.. - ბიბლიოგრ.: გვ. 465-467. - ISBN 99928-34-40-4.