A B C D E F G H I J K L M N O P R S T V W

აბ აგ ად აე ავ აზ ათ აი აკ ალ ამ ან აპ აჟ არ ას ატ აუ აფ აქ აღ აშ აც ახ აჰ
ადა ადე ადი ადლ ადმ ადრ

ადლერის ინდივიდუალური ფსიქოლოგია

Rus. Адлера индивидуальная психология
Gk.
ფსოქოანალიზის ერთ-ერთი მიმართულება. ადლერმა უარყო ფსიქოანალიზისათვის დამახასიათებელი პანსექსუალიზმი და ადამიანი განიხილა, როგორც სოციალური არსება. თვლიდა, რომ ბავშვი ვითარდება (5 წლამდე) განსაკუთრებული ცხოვრების სტილით, რომელიც განაპირობებს მის შემდგომ ფსიქიკურ ფორმირებას. ვინაიდან ბავშვს არ აქვს საკმარისად განვითარებული სხეულის ნაწილები, მას უჩნდება არასრულფასოვნების გრძნობა, რის გამოც იგი მუდმივად ცდილობს თვით დამკვიდრებას და აქედან გამომდინარე ყალიბდება, მისი მიზნები. როდესაც მიზნები რეალისტურია, პიროვნება ვითარდება ნორმალურად, ხოლო როცა არარეალურია, ყალიბდება ნევროზული და ასოციალური პიროვნება. ადრეულ ასაკში აღმოცენდება კონფლიქტი თანდაყოლილ სოციალურ გრძნობასა და არასრულფასოვნების გრძნობას შორის, რაც ავითარებს გარკვეულ კომპლექსებს, რომელსაც მოქმედებაში მოჰყავს კომპენსაციური და ზეკომპენსაციური მექანიზმები. ეს უკანასკნელი ვლინდება სხვებზე უპირატესობის მოთხოვნილებით და სოციალური ღირებულებებისაგან და ნორმებიდან ქცევითი გადახრებით. ნევროზის წარმოშობის მექანიზმს, ადლერის მიხედვით საფუძვლად უდევს არასრულფასოვნების გრძნობის დაძლევა და მისწრაფება უპირატესობისაკენ. აქედან გამომდინარე, იგი თვლის, რომ ნევროზის მკურნალობისთვის საჭიროა გაირკვეს მისი ფარული ფსიქოგენეზი, პიროვნების „ცხოვრების სტილის“ არსი, გაიხსნას ცხოვრებისეული ცრუ მიზნები, რის შედეგადაც მიეთითოს ინდივიდის რეალური და შედარებითი სრულყოფილი გზები.(Adler A.)
Source: ფსიქიატრიული ენციკლოპედია / შემდგ.: აკაკი გამყრელიძე, ნანა ნიკოლაიშვილი. - თბ. : მერანი-3, 1999 (მერანი-3). - 468გვ. ; 28სმ.. - ბიბლიოგრ.: გვ. 465-467. - ISBN 99928-34-40-4.
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9