A B C D E F G H I J K L M N O P R S T V W

უა უბ უზ უი ულ უნ უო ურ უს უუ უფ უშ უძ უხ
უზნ უზუ

უზნაძის თეორია განწყობისა

Rus. Узнадзу теория установки
(უზნაძე დ., 1949). დ. უზნაძის მიერ ქცევის მიზანშეწონილობის ასახსნელად შემუშავებული ორიგინალური თეორია. მან ფსიქოლოგიაში პირველად დაამუშავა განწყობის შესაწავლის ექსპერიმენტული მეთოდი (ფიქსირებული განწყობის მეთოდი) და შესაძლებელი გახადა განწყობის ბუნების შესწავლა იმ როლის საფუძველზე, რომელსაც იგი ასრულებს ილუზიების წარმოშობაში, მის მიმდინარეობასა და ჩაქრობაში. ამ მეთოდით შესწავლილ იქნა განწყობის სხვადასხვა განზომილება (აგზნებადობა, დინამიკურობა – სტატიკურობა, პლასტიკურობა-სიბლანტე. სტაბილობა-ლაბილობა. ირადიაცია, გენერალიზაცია); დადგინდა განწყობის სახეები (დიფუზური, დიფერენცირებული, ფიქსირებული); გაირკვა, რომ ამა თუ იმ ინდივიდს ახასიათებს განწყობის განზომილებათა სხვადასხვაგვარი ჭერწყმა. დადასტურდა, რომ ფსიქოზები და ნევროზები თავს იჩენს განწყობის ზემოთდასახელებულ ასპექტთა სტრუქტურული ცვლილებების დროს. განწყობის თეორიის თანახმად, განწყობის წესრიგს, ორგანიზაციას გამოხატავს და ქცევის განსაზღვრულობის საფუძველს წარმოადგენს. განწყობის წარმოქმნის წყალობით, ინდივიდი გარეგანი ზემოქმედების განუწყვეტელი ცვლილებების მიუხედავად. თანმიმდევრულად მოქმედებს როგორც აქტიური „ავტონომიური მთლიანობის ერთეული“. თეორიის მიხედვით, განწყობის წარმოქმნის ფაქტორებია მოთხოვნილება და სიტუაცია. მათი თანხვდომის შედეგად ხუბიექტში წარმოიქმნება სპეციფიკური მდგომარეობა – განწყობა ისეთი ქცევის შესრულებისადმი. რასაც შეუძლია კონკრეტული სიტუაციის ვითარებაში კონკრეტული მოთხოვნილებების დაკმაყოფილება. ქცევა წარმოდგენილია როგორც განწყობის ფაქტორების განსაზღვრული და ამავე დროს მიზანმიმართული მოქმედება. განწყობა როგორც მთლიანი სუბიექტის მოდუსი. განსაზღვრავს იმ წინამძღვრებს, რომლებიც საფუძვლად ედება ფსიქიკური აქტივობის კონკრეტულ გამოვლინებას. ამრიგად, განწყობის თეორია არის პოზიტიური დახასიათება არაცნობიერი ფსიქიკურისა, რომელიც მანამდე ფსიქოლოგიაში მხოლოდ ნეგატიურად იყო დახასიათებული. უზნაძის მოსწავლეების და თანამშრომლების მიერ შესწავლილია განწყობის დამახასიათებელი ცვლილებები ნევროზების, ფსიქიკური დაავადებების,თავის ტვინის ორგანული ლოკალური დაზიანებების დროს (ი. ბჟალავა, ბ. ბეჟანაშვილი, ს. წულაძე, შ. გამყრელიძე, მ. მესტიაშვილი, ი. ამნიაშვილი)
Source: ფსიქიატრიული ენციკლოპედია / შემდგ.: აკაკი გამყრელიძე, ნანა ნიკოლაიშვილი. - თბ. : მერანი-3, 1999 (მერანი-3). - 468გვ. ; 28სმ.. - ბიბლიოგრ.: გვ. 465-467. - ISBN 99928-34-40-4.
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9