A B C D E F G H I J K L M N O P R S T V W

უა უბ უზ უი ულ უნ უო ურ უს უუ უფ უშ უძ უხ
უზნ უზუ

უზნაძის ეფექტი

Rus. эффект Узнадзе
(უზნაძე დ.) ფსიქოლოგიურ ლიტერატურაში დამკვიდრებული ტერმინი. აღნიშნავს აღქმის სხვადასხვა მოდალობაში აღმოცენებულ წინაგანწყობისეულ ილუზიებს. ამ ილუზიების წარმოქმნის წინაპირობაა წყვეტილ ობიექტთა რომელიმე ასიმეტრიული მიმართების (მაგ., უტოლობის) განმეორებითი აღქმა, რის შემდეგაც ამ მიმართების მხრივ იდენტურ (მაგ., ტოლ) ობიექტებს სუბიექტი ილუზიურად აღიქვამს. ამ ილუზიათა საერთო ბუნების დადგენის საფუძველზე დ. უზნაძე მათ წარმოგვიდგენს როგორც ფსიქიკის იმ ზოგადი კანონზომიერების გამოვლენას, რასაც საფუძვლად სუბიექტის მთლიანად პიროვნული მზაობა-განწყობა – უდევს. „უზნაძის ეფექტის“ წარმოქმნის. მიმდინარეობისა და ჩაქრობის კანონზომიერებათა ექსპერიმენტული კვლევა ავლენს განწყობის თავისებურებებს და ამდენად, მნიშვნელოვანია როგორც პიროვნების ფსიქოლოგიის შესწავლის ერთ-ერთი მეთოდი
Source: ფსიქიატრიული ენციკლოპედია / შემდგ.: აკაკი გამყრელიძე, ნანა ნიკოლაიშვილი. - თბ. : მერანი-3, 1999 (მერანი-3). - 468გვ. ; 28სმ.. - ბიბლიოგრ.: გვ. 465-467. - ISBN 99928-34-40-4.
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9