A B C D E F G H I J K L M N O P R S T V W

გა გე გი გლ გო გჟ გრ გუ
გაბ გაგ გად გაი გაკ გალ გამ გან გაო გარ გას გაუ გაქ გაღ გაშ გახ

გაორება ფსიქიკური

Rus. двойственность психическая
ავადმყოფის პიროვნების გაყოფა, მისი გაორება. საკუთარი პიროვნება ავადმყოფის მიერ აღიქმება როგორც გაუცხოებული, დაკვირვების ობიექტი. მასვე მიეკუთვნება: ორეულის ჰალუცინაციური ხედვა; ამბივალენტობა; ორმაგი ორიენტირება ბოდვის ზოგიერთი ფორმის და ცნობიერების პათოლოგიის დროს; ორმაგი ცხოვრება – რეალურ და ფანტასტიკურ სამყაროებში; ბოდვის ზოგიერთი ფორმა, მაგ., მანქეისტური ბოდვა; ორმაგი აზროვნება, რომლის დროსაც ერთდროულად მიმდინარეობს აზრთა ორი რიგი – რეალური და აუტისტური, დერეისტული (შიზოფრენიის, ასთენიის დროს, ჯანმრთელ პირებში სიზმრის დროს). მასვე მიეკუთვნება ორმაგი. ალტერნაციული ცნობიერება, რომელიც აღინიშნება ჰიპნოზურ მდგომარეობებში და ისტერიის დროს: პერთიდულად ხდება „ნორმალური“ ცნობიერების „გადართვა“ და მისი შეცვლა სხვა აზრებით, გრძნობებით. სახეებით. თითქოს იქმნება ორი პარალელური პიროვნება, რომლებიც ვითარდებიან დროის და სივრცის განსხვავებულ სისტემებში. პიროვნების ალტერნაციული (ორმაგი „მე“) გაყოფა შენარჩუნებულია ჰიპნოზური შთაგონების ან ისტერიული ბინდისებერი მდგომარეობის შემდეგ
Source: ფსიქიატრიული ენციკლოპედია / შემდგ.: აკაკი გამყრელიძე, ნანა ნიკოლაიშვილი. - თბ. : მერანი-3, 1999 (მერანი-3). - 468გვ. ; 28სმ.. - ბიბლიოგრ.: გვ. 465-467. - ISBN 99928-34-40-4.
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9