Rus. образование противоположной реакций ფსიქოლოგიური თავდაცვის ერით-ერთი მექანიზმი, როცა რაიმე მიუღებელ მოტივს სუბიექტი უმალავს საკუთარ თავს და ნიღბავს სრულიად საწინააღმდეგოთი. მაგ., მტრული დამოკიდებულება იფარება მეტისმეტი თავაზიანობით. უარყოფის ასეთი მექანიზმი ვლინდება ქცევებში. როგორიცაა მაგ., „სტვენა სიბნელეში“ - სიბნელის შიშის დროს სუბიექტი სტვენს, თავს ირწმუნებს, რომ მას არაფრის ეშინია. დამახასიათებელია გრძნობების გამოხატვის, საკუთარი საქციელის ხაზგასმა
Source: ფსიქიატრიული ენციკლოპედია / შემდგ.: აკაკი გამყრელიძე, ნანა ნიკოლაიშვილი. - თბ. : მერანი-3, 1999 (მერანი-3). - 468გვ. ; 28სმ.. - ბიბლიოგრ.: გვ. 465-467. - ISBN 99928-34-40-4.