Rus. администратора синдром ფსიქოპათოლოგიურ და სომატურ სიმპტომთა კომპლექსი. უვითარდებათ უმეტესად 40-60 წლის ასაკის მამაკაცებს, რომლებიც დაკავებული არიან ადმინისტრაციული საქმიანობით. გამოიხატება ასთენიით, ძილის დარღვევით, გუნება-განწყობის, ლიბიდოს და პოტენციის დაქვეითებით, ზოგჯერ ქოშინი ფიზიკური დატვირთვისას, სტენოკარდიული ტკვივილები. შესაძლოა გართულდეს სისხლძარღვოვანი კატასტროფებით
Source: ფსიქიატრიული ენციკლოპედია / შემდგ.: აკაკი გამყრელიძე, ნანა ნიკოლაიშვილი. - თბ. : მერანი-3, 1999 (მერანი-3). - 468გვ. ; 28სმ.. - ბიბლიოგრ.: გვ. 465-467. - ISBN 99928-34-40-4.