ფსიქოპათოლოგიურ სიმპტომთა კომპლექსი, აღინიშნება 40-60 წლის მამაკაცებში, რომლებიც ძირითადად დაკავებულნი არიან ადმინისტრაციული სამუშაოთი. დამახასიათებელია ასთენია, ძილის დარღვევა, დაქვეითებული გუნება-განწყობა, ლიბიდოს და პოტენციის შესუსტება. ხშირად აღინიშნება ქოშინი, ფიზიკური დატვირთვისას, სტენოკარდიული ტკივილი, ინფარქტისა და ინსულტისადმი მიდრეკილება
Source: ფსიქიატრიული ენციკლოპედია / შემდგ.: აკაკი გამყრელიძე, ნანა ნიკოლაიშვილი. - თბ. : მერანი-3, 1999 (მერანი-3). - 468გვ. ; 28სმ.. - ბიბლიოგრ.: გვ. 465-467. - ISBN 99928-34-40-4.