A B C D E F G H I J K L M N O P R S T V W

SA SE SI SN SP ST SU
STA STE STI

Steal-syndrome

„გაქურდვის“ სინდრომი (Cotoni, Reivich M., Roberts B., 1961: Аносов И.И., 1961 Шмидт Е.В., Лунев Д.К. 1973). სინდრომთა განვითარების მიზეზია მსხვილ სისხლძარღვთა (ლავიწქვეშა, ხერხემლის და საძილე არტერიების) ათეროსკლეროზი თრომბების წარმოქმნით ან გამოხატული სტენოზით; იშვიათად აღინიშნება ვასკულიტების და სისხლძარღვთა თანდაყოლილი ანომალიების დროს. მამაკაცებში აღინიშნება 8-ჯერ უფრო ხშირად. სისხლძარღვის გამავლობის არარსებობის ან სისხლძარღვის თანდაყოლილი არარსებობის დროს ირიგაცია ხდება სხვა სისხლძარღვით ჩვეულებრივი ანასტომოზის საშუალებით. ამ შემთხვევაში აღმოცენებული სიმპტომები განპირობებულია ირიგაციის მოშლით იმ უბანში, რომელი სისხლძარღვიდანაც ხდება სისხლის “მითვისება”. შმიდტის (Шмидт Е.В., 1974) მიხედვით, გამოყოფილია Steal-Syndrome-ის 5 ვარიანტი: 1) ლავიწქვეშა steal-Syndrome, გვხვდება იშვიათად. აღმოცენდება ლავიწქვეშა არტერიის დასაწყისი ნაწილის დახშობის ან სტენოზის შედეგად. 2) კაროტიდულკარატიული Steal-Syndrome, გვხვდება დაახლოებით 2-ჯერ უფრო იშვიათად. ერთი საძილე არტერიის დახშობის დროს აღინიშნება მოპირდაპირე ჰემისფეროს დაზიანების სიმპტომები და აღმოცენდება ჰომოლატერალური სიმპტომატიკა. 3) ვერტებრო-კაროტიდული steal-Syndrome. ხერხემლის ან ბაზიარული არტერიის თრომბოზის დროს აღმოცენდება ჰომოლატერალური საძილე არტერიის უკმარისობის სიმპტომები. 4) კაროტიდულ-ვერტებრული steal-Syndrome. აღმოცენდება შიგნითა საძილე არტერიის თრომბოზის დროს ვერტებრო-ბაზილარულ აუზში უკმარისობის სიმპტომებით. კაროტიდული steal-syndrome-ის ვარიანტები: ა) steal-Syndrome საერთო საძილე არტერიის დახშობის დროს; ბ) stealSyndrome გარეთა საძილე არტერიის დახშობის დროს. 5) steal-Syndrome თავის ტვინის ქერქის სისხლძარღვებში. ტიპური მაგალითია ტვინის შუა არტერიის აუზის ირიგაციის მოშლის სიმპტომების აღმოცენება. აღნიშნული სინდრომების ზუსტი დიაგნოსტირება ხდება ანგიოგრაფიის გზით
Source: ფსიქიატრიული ენციკლოპედია / შემდგ.: აკაკი გამყრელიძე, ნანა ნიკოლაიშვილი. - თბ. : მერანი-3, 1999 (მერანი-3). - 468გვ. ; 28სმ.. - ბიბლიოგრ.: გვ. 465-467. - ISBN 99928-34-40-4.
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9