A B C D E F G H I J K L M N O P R S T V W

SA SE SI SN SP ST SU
STA STE STI

Stiff man Syndrome

Rus.
„გაშეშებული კაცის“ სინდრომი (Moersch, Woltemann. 1956). დაავადება იწყება საშუალო ასაკში, ვითარდება ნელა და თანდათან პროგრესირებს. ავადდებიან უპირატესად მამაკაცები. დამახასიათებელია ტკივილი და პროგრესული და პერმანენტული კუნთოვანი გაშეშება, რომელიც იწყება კისრის და ზურგის კუნთთა ჯგუფებში, ვრცელდება და მოიცავს კიდურების პროქსიმალურ კუნთებს. ავადმყოფებს არ შეუძლიათ მოხრა, აქვთ ინტენსიური მტკივნეული კუნთოვანი კრუნჩხვები. დამბლა ან კუნთოვანი ატროფია არ აღინიშნება. მგრძნობელობა ინტაქტურია; მყესიკა რეფლექსები იწვევა ცოცხლად, პირამიდული ნიშნები არ არის. ემგ-ულად ვლინდება ელექტრული აქტივობა მოსვენებულ მდგომარეობაში, ძილში ქრება; კუნთის ნებისყოფითი შეკუმშვისას ელექტრული აქტივობა ძლიერდება არა მარტო აღნიშნულ კუნთში, არამედ მოპირადპირე მხარესაც. სიმპტომები შეიძლება დაკავშირებული იყოს გამანეირონების ჰიპერაქტივობასთან, ზურგის ტვინის რენშოუს უჯრედების აქტივობის დარღვევასთან. ფენომენოლოგიურად მსგავსი შემთხვევები აღწერილია ენცეფალიტების (ლიმფოციტოზით ლიქვორში და ინფილტრაციით ზურგის ტვინსა და ტვინის ღეროში) შემდეგ. პათოლოგანატომიურად ნერვ-კუნთოვან სისტემაში სპეციფიკური ცვლილებები არ ვლინდება
Source: ფსიქიატრიული ენციკლოპედია / შემდგ.: აკაკი გამყრელიძე, ნანა ნიკოლაიშვილი. - თბ. : მერანი-3, 1999 (მერანი-3). - 468გვ. ; 28სმ.. - ბიბლიოგრ.: გვ. 465-467. - ISBN 99928-34-40-4.
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9