A B C D E F G H I J K L M N O P R S T V W

მ. მა მგ მდ მე მზ მი მკ მნ მო მრ მს მუ მც მძ მწ
მე მე- მებ მეგ მედ მეე მეზ მეთ მეი მეკ მელ მემ მენ მეო მერ მეს მეტ მეუ მექ მეხ

მეტყველებითი გახლეჩილობა

Rus. речевая разорванность
ასახავს აზროვნების გახლეჩილობას. ავადმყოფის მეტყველება მოკლებულია შინაარსს, თუმცა, არამკვეთრად გამოხატული გახლეჩილობის დროს ფრაზების ცალკეულ ელემენტებს შორის სინტაქსური კავშირები შენარჩუნებულია, რაც მეტყველებას აძლევს გარეგნული მოწესრიგებულობის სახეს. ამიტომ მეტყველებითი გახლეჩილობა განისაზღვრება როგორც სემანტიკური დისოციაცია სინტაქსის შენარჩუნებით. მნიშვნელოვანი გამოხატულების დროს ზიანდება მეტყველების გრამატიკული წყობაც მის ლოგიკურ დაზიანებასთან ერთად. მიუხედავად მეტყველების სინტაქსური წყობის შენარჩუნებისა, უსაფუძვლოა ლაპარაკი გრამატიკული დარღვევების არარსებობის შესახებ საერთოდ. ზიანდება მეტყველების ფონეტიკური მხარეც – ბგერების ჩანაცვლება, მახვილების არასწორი გამოჩენა, ინტონაციის, ხმის მოდულაციის დამახინჯება. მეტყველებითი გახლეჩილობას მიეკუთვნება სიტყვების დესტრუქცია, ნეოლოგიზმების გამოჩენა. მეტყველებითი გახლეჩილობა ვლინდება სპონტანურ მეტყვლებაში მოსაუბრის არარსებობის დროსაც (მონოლოგის სიმპტომი). იგი ადრე და ადვილად ვლინდება წერით მეტყველებაში, არაიშვითად თან ახლავს წერის მოტორული კომპონენტის დარღვევა
Source: ფსიქიატრიული ენციკლოპედია / შემდგ.: აკაკი გამყრელიძე, ნანა ნიკოლაიშვილი. - თბ. : მერანი-3, 1999 (მერანი-3). - 468გვ. ; 28სმ.. - ბიბლიოგრ.: გვ. 465-467. - ISBN 99928-34-40-4.
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9