A B C D E F G H I J K L M N O P R S T V W

გა გე გი გლ გო გჟ გრ გუ
გევ გეი გენ გეო გერ გეფ გეშ

გენეტიკა ფსიქიატრიული

Rus. генетика психиатрическая
Gk. genetikos – წარმომავლობასთან დაკავშირებული
სამედიცინო გენეტიკის დარგი, შეისწავლის ფსიქიკური დაავადებების მემკვიდრეობითობის კანონზომიერებას და მნიშვნელობა აქვს ფსიქიკური დაავადებების ეტიოლოგიის, სისტემატიკის, დიაგნოსტიკის, მკურნალობის, პროგნოზის, ავადმყოფთა რეაბილიტაციის მეთოდების შესასწავლად. არკვევს მემკვიდრეობის, გარე ფაქტორების და მათი ურთიერთქმედების როლს. გამოკვლევის ძირითადი მეთოდები – კლინიკურ-გენეალოგიური, ტყუპების, ნაშვილები ბავშვების შესწავლა, ნახევარსიბსების შედარების მეთოდი, პოპულაციური, ციტოგენეტიკური
Source: ფსიქიატრიული ენციკლოპედია / შემდგ.: აკაკი გამყრელიძე, ნანა ნიკოლაიშვილი. - თბ. : მერანი-3, 1999 (მერანი-3). - 468გვ. ; 28სმ.. - ბიბლიოგრ.: გვ. 465-467. - ISBN 99928-34-40-4.
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9