A B C D E F G H I J K L M N O P R S T V W

მ. მა მგ მდ მე მზ მი მკ მნ მო მრ მს მუ მც მძ მწ
მე მე- მებ მეგ მედ მეე მეზ მეთ მეი მეკ მელ მემ მენ მეო მერ მეს მეტ მეუ მექ მეხ

მეტყველებითი დაუკავშირებლობა

Rus. речевая бессвязность
პათოლოგიური მეტყველებითი აგზნება სიტყვებს შორის აზრობრივი და გრამატიკული კავშირების დაკარგვით, ასახავს აზროვნებით დაუკავშირებლობას. აღინიშნება მონოლოგური და დიალოგური მეტყველების უხეში დარღვევა, რომელიც კარგავს ყოველგვარ კავშირს რეალურ სიტუაციასთან და ხდება ფრაგმენტული, არათანმიმდევრული. ზოგჯერ მეტყველება შედგება წარსულის მოგონებების ცალკეული ნაწყვეტებისგან, რომელთა შორის შეუძლებელია რაიმე ასოციაციური კავშირის დადგენა. დამახასიათებელია სიტყვების შემთხვევითი, ქაოსური ნაკრები. ფრაზები, თუ კი ისინი შენარჩუნებულია, აგებულია არასწორად, ავადმყოფის მეტყველება შედგება წინადადებათა ნაწყვეტებისგან. გვხვდება მწვავე ეგზოგენური ფსიქოზების დროს
Source: ფსიქიატრიული ენციკლოპედია / შემდგ.: აკაკი გამყრელიძე, ნანა ნიკოლაიშვილი. - თბ. : მერანი-3, 1999 (მერანი-3). - 468გვ. ; 28სმ.. - ბიბლიოგრ.: გვ. 465-467. - ISBN 99928-34-40-4.
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9