A B C D E F G H I J K L M N O P R S T V W

გა გე გი გლ გო გჟ გრ გუ
გიგ გილ გინ გირ

გიგანტიზმი

Rus. гигантизм
Gk. gigas – გიგანტი
კლინიკური სინდრომი, ხასიათდება ძალიან მაღალი ტანით (200 სმ-ზე მეტი მამაკაცებში და 190 სმ-ზე მეტი ქალებში) ან სხეულის ცალკეული ნაწილების გადიდებით. არჩევენ: გიგანტიზმი აკრომეგალიური, გიგანტიზმი შინაგანი ორგანოებისა, გიგანტიზმი ევნუქოიდური, გიგანტიზმი ჭეშმარიტი (ყველა ზომის პროპორციული გადიდება, პათოლოგიური გამოვლინების არარსებობა), გიგანტიზმი სხეულის ნახევრისა (სხეულის ერთი რომელიმე ნახევრის გადიდება), გიგანტიზმი ცერებრული (ორგანული, თავის ტვინის დაზიანებით), გიგანტიზმი ნაწილობრივი ანუ პარციალური (გადიდება ემბრიოგენეზიის პათოლოგიის ან სხეულის ცალკეული ნაწილის, მისი ნახევრის ნერვულ-ტროფიკული დარღვევის შედეგად)
Source: ფსიქიატრიული ენციკლოპედია / შემდგ.: აკაკი გამყრელიძე, ნანა ნიკოლაიშვილი. - თბ. : მერანი-3, 1999 (მერანი-3). - 468გვ. ; 28სმ.. - ბიბლიოგრ.: გვ. 465-467. - ISBN 99928-34-40-4.
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9