A B C D E F G H I J K L M N O P R S T V W

შა შე შვ შთ ში შმ შნ შო შპ შრ შტ შუ შფ შჩ
შიდ შიზ შილ შინ შიპ შიშ შიჰ

შიზოფრენია ასიმპტომური

Rus. шизофрения асимптоматическая
კლინიკური სიმპტომატიკა ჯერ არ გამოვლინდა. თუმცა ეგზოგენურ ფაქტორზე ნერვული სისტემა რეაგირებს შიზოფრენიული სიმპტომატიკით. ამგვარად, კანის (Kahn E.) მიერ გამოყოფილი რეაქციის შიზოიდური ტიპი და პოპერის (Popper E.) მიერ გამოყოფილი რეაქციის შიზოფრენული ტიპი განიხილება როგორც ფარულად მიმდინარე შიზოფრენიული პროცესის რეაქციის გამოვლინება ეგზოგენიაზე. ასიმპტომური ფაზის დაწყებამდე შიზოფრენიით მომავალი დაავადებულის რეაქცია შეესაბამება ჩვეულებრივ ეგზოგენური ტიპის რეაქციებს. შიზოფრენიული სიმპტომების მანიფესტაცია განიხილება როგორც უკვე მიმდინარე შიზოფრენიული პროცესის ნიშანი. ასიმპტომური შიზოფრენიული ფაზის ცნება შეესაბამება ბლოილერის წარმოდგენას ლატენტურ შიზოფრენიაზე.
Source: ფსიქიატრიული ენციკლოპედია / შემდგ.: აკაკი გამყრელიძე, ნანა ნიკოლაიშვილი. - თბ. : მერანი-3, 1999 (მერანი-3). - 468გვ. ; 28სმ.. - ბიბლიოგრ.: გვ. 465-467. - ISBN 99928-34-40-4.
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9