A B C D E F G H I J K L M N O P R S T V W

ჰა ჰე ჰი ჰო ჰუ
ჰეა ჰებ ჰედ ჰეკ ჰელ ჰემ ჰენ ჰეპ ჰერ ჰეტ ჰეფ

ჰეატოსკოპია

Rus. геатоскопия
Gk. heauton - თვითონ. skopeo - დათვალიერება, დაკვირვება
(Meninger-Lerchethal C., 1935). საკუთარი სხეულის გაუკუღმართებული აღქმის სინდრომი. ორეულის განცდა. ორეულის მოძრაობები ავადმეოფის მიერ შეიგრძნობა საკუთარ სხეულში. ჰალუცინაციური ხატი შეიძლება განსხვავდებოდეს ფიზიკური ნიშნებით, მაგ.. ასაკით, მაგრამ აუცილებლად წარმოადგენს იდენტურ პიროვნებას. ზოგჯერ ორეული აღიქმება როგორც თანმხლები, სარკეში არეკლილი. გრძელდება წამების განმავლობაში. აღინიშნება გადაღლილობის, ეპილეფსიური დელირიუმის, შიზოფრენიის, თავის ტვინის საფეთქლის და თხემ-საფეთქლის ლოკალიზაციის ორგანული დაზიანების დროს
Source: ფსიქიატრიული ენციკლოპედია / შემდგ.: აკაკი გამყრელიძე, ნანა ნიკოლაიშვილი. - თბ. : მერანი-3, 1999 (მერანი-3). - 468გვ. ; 28სმ.. - ბიბლიოგრ.: გვ. 465-467. - ISBN 99928-34-40-4.
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9