Rus. ГиляровскогоЛивенцева-Сегаль-Кирриловой метод электросна (Гиляровский В.А., Ливенцев И.М., Сегаль Ю.Е., Кириллова З.А., 1950б 1953). ნევროზების და ნვვროზისმაგვარი მდგომარეობების მკურნალობის მეთოდი ფიზიოლოგიურს მიახლოვებული ძილის საშუალებით მუდმივი იმპულსური დენის მცირე დოზების გამოყენებით, ელექტროდების განლაგებით თვალბუდე-კეფის ან თვალბუდე-დვრილისებრი მორჩის მიდამოში. ძილი მიიღწევა ფარმაცევტული საშუალებების გარეშე, ამდენად, მოკლებულია ტოქსიკურ ეფექტს. ელექტრონარკოზთან შედარებით, გამოიყენება ნაკლებად ძლიერი დენი, რაც ელექტროძილს ანთავისუფლებს გვერდითი (სუბიექტური და ობიექტური) მოვლენებისგან
Source: ფსიქიატრიული ენციკლოპედია / შემდგ.: აკაკი გამყრელიძე, ნანა ნიკოლაიშვილი. - თბ. : მერანი-3, 1999 (მერანი-3). - 468გვ. ; 28სმ.. - ბიბლიოგრ.: გვ. 465-467. - ISBN 99928-34-40-4.