A B C D E F G H I J K L M N O P R S T V W

კ. კა კე კვ კი კლ კმ კო კრ კტ კუ
კაბ კაგ კაზ კათ კაი კაკ კალ კამ კან კაპ კარ კას კატ კაუ კაფ კახ

კახექსია ჰიპოფიზური

Rus. кахексия гипофизарная
(Simmonds M., 1914; Glinski J.K., 1913), ჰიპოფიზური მიდამოს დაზიანების შედეგი ჰიპოფიზის წინა წილის ფუნქციის გამოვარდნით. აღმოცენდება ინფექციურ და სიმსივნურ პროცესებთან. თავის ტვინის ტრავმებთან დაკავშირებით. პირველად აღწერილია მშობიარობის შემდგომი სეფსისის დროს ჰიპოფიზში „ემბოლიური მეტასტაზების“ და ავთვისებიანი სიმსივნის მეტასტაზირებისას. აღინიშნება აგრეთვე ჰიპოფიზის მიდამოში სიფილისური გუმის ლოკალიზაციის დროს. ტიპურია გამოხატული ასთენია, მოდუნება. აპათია, ანორექსია, საკვების შეძულება. თმის ცვენა, კახექსია. მძიმე მდგომარეობებში – დეპრესია, ცნობიერების დარღვევა. ავადმყოფები გამოიყურებიან ასაკთან შედარებით უფრო ხნიერად, აღინიშნება სასქესო ორგანოების ატროფია, ამენორეა (ხშირად ავადდებიან ქალები). რენტგენოლოგიურად – არაიშვიათად თურქული კვახის გადიდება და დესტრუქცია
Source: ფსიქიატრიული ენციკლოპედია / შემდგ.: აკაკი გამყრელიძე, ნანა ნიკოლაიშვილი. - თბ. : მერანი-3, 1999 (მერანი-3). - 468გვ. ; 28სმ.. - ბიბლიოგრ.: გვ. 465-467. - ISBN 99928-34-40-4.
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9