A B C D E F G H I J K L M N O P R S T V W

ნა ნდ ნე ნი ნო ნუ
ნებ ნეგ ნევ ნეი ნეკ ნელ ნემ ნეო ნერ

ნეოლოგიზმი

Rus. неологизм
Gk. logos – სწავლება, მეტყველება
ახალი სიტყვების წარმოქმნა. მეტყველების პათლოგიის სიმპტომი, უმეტესად ტიპურია შიზოფრენიისათვის და განიხილება აუტისტური აზროვნების ფარგლებში. ნეოლოგიზმის წარმოქმნა წარმოდგენილია ფართო დიაპაზონით – ერთეული ნეოლოგიზმი ახალი ენის შექმნამდე, არჩევენ ნეოლოგიზმის პასიურს, არასისტემატიზებულს, რომელიც ატარებს უაზრო ბგერების შეთანხმების, სიტყვების ნაწყვეტების კონგლომერატების ხასიათს, და აქტიურს, რომელიც აღმოცენდება სიტყვიერი მასალის აზროვნებითი გადამუშავების დამახინჯების შედეგად და ყოველთვის რაღაცას აღნიშნავს (Seglas J., 1892). აქტიური ნეოლოგიზმი წარმოადგენს ახალი ენის ფორმირების საფუძველს. ნეოლოგიზმის წარმოქმნის ერთ-ერთი სახე შიზოფრენიის დროს არის ცნებების შეწებება. ცნებების შიზოფრენიული შეწებება განსხვავდება ორგანული კონტამინაცისგან (მაგ., ამნეზიური აფაზიის დროს) თავისი ლაბილობით, ადვილად აღმოცენდება მათი ახალი გამოვლინება, ძველი არ მეორდება
Source: ფსიქიატრიული ენციკლოპედია / შემდგ.: აკაკი გამყრელიძე, ნანა ნიკოლაიშვილი. - თბ. : მერანი-3, 1999 (მერანი-3). - 468გვ. ; 28სმ.. - ბიბლიოგრ.: გვ. 465-467. - ISBN 99928-34-40-4.
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9