A B C D E F G H I J K L M N O P R S T V W

გა გე გი გლ გო გჟ გრ გუ
გოვ გოთ გოლ გოშ გოც

გოლანტის სინდრომი ნაძალადევი აზრებისა და მოქმედებებისა

Rus. Голанта синдром насильственных мыслей и действии
(Голант Р.Я., 1929). აღინიშნება პოსტენცეფალიტური პარკინსონიზმის დროს. დამახასიათებელია ცქერის კრუნჩხვის შეტევები (იხ. ვიმერ-შტერნის სიმპტომი), ე.წ. „აკვიატებული აზროვნება“, ცალკეულ სიტყვათა და ფრაზების გამეორება გონებაში, ნაძალადევი სიცილი და ტირილი. პალილალია, პალიგრაფია, გაგონილი სიტყვების გამეორება, აკაირია. ნაძალადევი მოძრაობები. მიმდინარეობა ინტერმისირებული. დამოკიდებული არ არის პარკინსონიზმის გამოვლინების ხარისხზე. ზოგჯერ ძლიერდება ფსიქოგენური ფაქტორების ზემოქმედებით. სინდრომის სტრუქტურაში შემავალი ფსიქოპათოლოგიური გამოვლინებები განიხილება როგორც პერსევერაცია ძალადობის სუბიექტური განცდით
Source: ფსიქიატრიული ენციკლოპედია / შემდგ.: აკაკი გამყრელიძე, ნანა ნიკოლაიშვილი. - თბ. : მერანი-3, 1999 (მერანი-3). - 468გვ. ; 28სმ.. - ბიბლიოგრ.: გვ. 465-467. - ISBN 99928-34-40-4.
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9