A B C D E F G H I J K L M N O P R S T V W

გა გე გი გლ გო გჟ გრ გუ
გიგ გილ გინ გირ

გილანი-შმარიანის სინდრომი მეტყველების აღქმის გაუცხოებისა

Rus. Голант-Шмарьяна синдром отчуждения восприятии речи
(Голант Р.Я., Шмарьян А.С., 1940). ხასიათდება ავადმყოფის მიერ მეტყველების აღქმის უარყოფით ან მისი აღქმის შეცვლით, თან ახლავს უსიამოვნო გრძნობა. ამ დროს აღინიშნება პრეკარდიული სევდა. ნევროლოგიურად – თავის ტკივილი, სახის ნერვის ცენტრალური პარეზი, ოპენჰაიმის მარჯვენამხრივი ნიშანი, მუცლის კანის რეფლექსების არარსებობა, მგრძნობელობის მოშლა. ვეგეტატიური დარღვევები – სიმსუქნე, მენსტრუაციის დარღვევა, ძილით და კვებით სიამოვნების მიღების შეუძლებლობა. ძირითადი ნიშნები: მეტყველების დეპერსონალიზაცია და ჰიპერპათიები. აღინიშნება თავის ტვინის ორგანული დაზიანების დროს (ნეიროინფექცია, სიმსივნე) ლოკალიზაციით მარჯვენა საფეთქლის წილში
Source: ფსიქიატრიული ენციკლოპედია / შემდგ.: აკაკი გამყრელიძე, ნანა ნიკოლაიშვილი. - თბ. : მერანი-3, 1999 (მერანი-3). - 468გვ. ; 28სმ.. - ბიბლიოგრ.: გვ. 465-467. - ISBN 99928-34-40-4.
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9