A B C D E F G H I J K L M N O P R S T V W

და დე დი დო დრ დუ დღ დ’
დაა დაბ დავ დათ დაკ დალ დამ დან დაჟ დარ დას დატ დაუ დაქ დაღ დაშ დაც დაძ

დაავადების ავტოპლასტიკური სურათი

Rus. болезни картина аутопластическая
Gk. plastikē – ფორმირება, წარმოქმნა
(Goldscheider A., 1929). ავადმყოფობის შეგრძნების, მისადმი განცდის და განწყობის ერთობლიობა დაავადების შესახებ წარმოდგენასთან ერთად. განარჩევენ სენსიტიურ ნაწილს, რომელიც შეიცავს სუბიექტურ შეგრძნებებს და მასთან დაკავსირებულ განცდებს, და ინტელექტუალურ ნაწილს, რომელიც შეიცავს ავადმყოფის მიერ მისი დაავადების შესახებ ცოდნას. სიმპტომთა დაჯგუფება და მათი მნიშვნელობა დაავადების ავტოპლასტიკურ სურათში არ შეესაბამება ასეთივეს, საექიმო თვალსაზრისით. ავადმყოფის მიერ საკუთარი დაავადების შესახებ აგებული შეხედულება ექიმის მიერ აღინიშნება როგორც ლოგიკას მოკლებული, ხოლო ავადმყოფისთვის იგი წარმოადგენს რეალურ განცდას. ცნება ახლოსაა დაავადების შინაგან სურათთან
Source: ფსიქიატრიული ენციკლოპედია / შემდგ.: აკაკი გამყრელიძე, ნანა ნიკოლაიშვილი. - თბ. : მერანი-3, 1999 (მერანი-3). - 468გვ. ; 28სმ.. - ბიბლიოგრ.: გვ. 465-467. - ISBN 99928-34-40-4.
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9