Rus. графологияGk. graphō – წერა, ხაზვა, გამოსახვა მეცნიერება, შეისწავლის ადამიანთა (ჯანმრთელების და ავადმყოფების) კალიგრაფიას. ფსიქიატრიაში: ხელწერის ცვლილების თავისებურებას შეიძლება ჰქონდეს დიფერენციალურ-დიაგნოსტიკური, სასამართლო-სამედიცინო (პიროვნების საიდენტიფიკაციოდ) და სასამართლო-ფსიქიატრიული მნიშვნელობა, განსაკუთრებით სიკვდილის შემდგომი ექსპერტიზის ჩატარების შემთხვევებში. ხელწერის მიხედვით შეიძლება დაწერილი ტექსტის ავტორის ხასიათის თავისებურებებზე მსჯელობა
Source: ფსიქიატრიული ენციკლოპედია / შემდგ.: აკაკი გამყრელიძე, ნანა ნიკოლაიშვილი. - თბ. : მერანი-3, 1999 (მერანი-3). - 468გვ. ; 28სმ.. - ბიბლიოგრ.: გვ. 465-467. - ISBN 99928-34-40-4.