A B C D E F G H I J K L M N O P R S T V W

გა გე გი გლ გო გჟ გრ გუ
გრა გრე გრი გრუ გრძ

გრაციის დაკარგვა

Rus. грации потеря
(Kraepelin E., 1910). მოტორიკის დარღვევის სიმპტომი შიზოფრენიის დროს. ხასიათდება ბუნებრივობის, ჰარმონიულობის, გრაციოზული მოძრაობების უნარის დაკარგვით. მოძრაობები ხდება ტლანქი, წყვეტილი, იმპულსური. ჟესტიკულაცია და პოზები ღებულობს დაძაბულ, რიგიდულ, არაბუნებრივ ხასიათს. პერიოდულად აღინიშნება კუნთების მოდუნება. ზოგჯერ ჟესტები და მიმიკა ფრაგმენტული, დაუსრულებელია. ნაწერი ხდება მადალფარდოვანი, ზედმეტად ჩახვეული ხაზებით. უმეტესად აღინიშნება კატატონიური აშლილობების დროს
Source: ფსიქიატრიული ენციკლოპედია / შემდგ.: აკაკი გამყრელიძე, ნანა ნიკოლაიშვილი. - თბ. : მერანი-3, 1999 (მერანი-3). - 468გვ. ; 28სმ.. - ბიბლიოგრ.: გვ. 465-467. - ISBN 99928-34-40-4.
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9