A B C D E F G H I J K L M N O P R S T V W

გა გე გი გლ გო გჟ გრ გუ
გრა გრე გრი გრუ გრძ

გრძნობების კლასიფიკაცია შნაიდერის მიხედვით

Rus. классификация чувств по Шнайдеру
(Schneider K., 1934). ავტორის აზრით, გრძნობების განხილვა საჭიროა მოხდეს იმის მიხედვით, თუ საით არის მიმართული გრძნობა იგი მათ განიხილავს როგორც რეაქციის ხასიათის გამოვლინებებს რაღაცის მიმართ და გამოყოფს მათ სამ სახეს:
მდგომარეობის ემოციები: ა. სასიამოვნო: სიხარული. სიამოვნება. მხიარულება, ბედნიერება, სიმშვიდე, დარწმუნებულობა. კმაყოდილება. ბ. უსიამოვნო: სევდა. დარდი. მიში, უხალისობა, ნაღვლიანობა, უმწეობა, სამშობლოს სევდა. სასოწარკვეთილება, წუხილი. ძრწოლა. წყენა. რისხვა, ბრაზი, შური, ეჭვი, მოწყენა, სიცარიელე.
ემოციები საკუთარი თავის მიმართ: ა. სასიამოვნო: ძალა. სიამაყე, თავმომწონეობა, საკუთარი ღირსების დაცვა, სიჯიუტე, საკუთარი უპირატესობის გრძნობა. ბ. უსიამოვნო: სირცხვილი, ბრალიანობის გრძნობა, სინანული, დარცხვენა. თავდაჭერილობა, თავმდაბლობა.
სხვისადმი მიმართული გრძნობები: ა. სასიამოვნო: სიყვარული, სიმპათია, ნდობა, თანაგრძნობა, პატივისცემა. ინტერესი. მოწონება, მადლიერება. კეთილგანწყობა, თაყვანისცემა, აღფრთოვანება. ბ. უსიამოვნო: სიძულვილი, ზიზღი. უნდობლობა, არაფრად ჩაგდება, მტრობა, დაცინვა, უკმაყოფილება, აღშფოთება
Source: ფსიქიატრიული ენციკლოპედია / შემდგ.: აკაკი გამყრელიძე, ნანა ნიკოლაიშვილი. - თბ. : მერანი-3, 1999 (მერანი-3). - 468გვ. ; 28სმ.. - ბიბლიოგრ.: გვ. 465-467. - ISBN 99928-34-40-4.
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9