A B C D E F G H I J K L M N O P R S T V W

ჰა ჰე ჰი ჰო ჰუ
ჰაა ჰაბ ჰაგ ჰად ჰაი ჰალ ჰამ ჰან ჰაპ ჰარ ჰატ ჰაუ ჰაფ ჰაშ

ჰალუცინოზი ალკოჰოლური მწვავე ხანმოკლე

Rus. галлюциноз алкогольный острый кратковременный
(Гулямов М.Г., Силоров С.С., 1980) მწვავე ალკოჰოლური ჰალუცინოზის ვარიანტი, განიხილება როგორც დაავადების პათომორფოზის შედეგი. კლასიკური მწვავე ალკოჰოლური ჰალუცინოზისგან განსხვავდება ხანმოკლე მიმდინარეობით (არაუმეტეს ორი დღე). არჩევენ ორ ქვეტიპს: 1. ჰიპნაგოგიური ალკოჰოლური ჰალუცინოზი, ხასიათდება ვერბალური ჰიპნაგოგიური ჰალუცინაციები, რომლებიც განმეორებითი აღმოცენების დროს იღებს შეურაცხმყოფელი და მუქარის მონოლოგს. 2. ტრანზიტორული ალკოჰოლური პალუცინოზი, ხასიათდება სტადიების სწრაფი ცვლით – ინიციალურიდან გამოხატულამდე – დროის ხანმოკლე პერიოდში და წყდება განვითარების მწვერვალზე (ვერბალურ ჰალუცინოზს თან ერთვის მწვავე ხატოვანი ბოდვა დევნის, განსაკუთრებული მნიშვნელობის იდეების ფორმით). ტრანზიტორულიი ფორმისათვის დამახასიათებელია მწვავედ განვითარებული აფექტური დაძაბულობა, შიში, შფოთვა, გამოსავალი - ასთენია კრიტიკის სწრაფი ადგენით, ავადმყოფური განცდების ამნეზიის გარეშე
Source: ფსიქიატრიული ენციკლოპედია / შემდგ.: აკაკი გამყრელიძე, ნანა ნიკოლაიშვილი. - თბ. : მერანი-3, 1999 (მერანი-3). - 468გვ. ; 28სმ.. - ბიბლიოგრ.: გვ. 465-467. - ISBN 99928-34-40-4.
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9