A B C D E F G H I J K L M N O P R S T V W

გა გე გი გლ გო გჟ გრ გუ
გუდ გუი გულ გუნ გურ

გულყრა სინკოპური

Rus. припадок синкопальный
L. syncope
სისუსტის ხანმოკლე შეტევა. სინკოპურ მდგომარეობას წინ უსწრებს გაურკვეველი შეგრძნებები, „თვალებში დაბნელების“ შეგრძნება, შიში, ძლიერი ოფლიანობა. აღინიშნება ცნობიერების ხანმოკლე დაბინდვა. კრუნჩხვები არ არის. ზოგჯერ არის თვითდაზიანების შემთხვევები. აღინიშნება დღის საათებში. ხშირად ხანგრძლივი სეირნობის, ძლიერი აგზნების, მნიშვნელოვანი სტატიკური დატვირთვის, შეშინების შემდეგ, შეიძლება აღმოცენდეს რაიმე თვალსაჩინო მიზეზის გარეშეც. გენეზის მიხედვით შეიძლება იყოს იდიოპათიური და სიმპტომური (მაგ., თავის ტვინის ტრავმის შემდეგ). უჭირავს შუალედური მდგომარეობა ისტერიულ და ორგანულ გულყრებს შორის, თუმცა, ხანგრძლივი მიმდინარეობის დროს დაავადებამ შეიძლება შეიძინოს ფსიქომოტორული ეპილეფსიის ხასიათი. Schulte W., 1949
Synonym: გულყრა ვეგეტატიური, გულყრა ვაზომოტორული, გულყრა ვაგოვაზალური
Source: ფსიქიატრიული ენციკლოპედია / შემდგ.: აკაკი გამყრელიძე, ნანა ნიკოლაიშვილი. - თბ. : მერანი-3, 1999 (მერანი-3). - 468გვ. ; 28სმ.. - ბიბლიოგრ.: გვ. 465-467. - ISBN 99928-34-40-4.
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9