Rus. припадок эпилептический абдоминальный ხასიათდება უსიამოვნო შეგრძნებებით ან ტკივილით ჭიპის ან მკერდის ძვლის მიდამოში, კუჭ-ნაწლავის ტრაქტის დისფუნქციის მოვლენებით. ხშირად მიმდინარეობს ცნობიერების დაბინდვით. ეპილეფსიური კერის ლოკალიზაცია ინსულარულ ან პერიინსულარულ მიდამოში
Source: ფსიქიატრიული ენციკლოპედია / შემდგ.: აკაკი გამყრელიძე, ნანა ნიკოლაიშვილი. - თბ. : მერანი-3, 1999 (მერანი-3). - 468გვ. ; 28სმ.. - ბიბლიოგრ.: გვ. 465-467. - ISBN 99928-34-40-4.