Rus. аутоэхосимптомыGk. autos – თვით. echo – ექო, გამოძახილი ავადმყოფის მიერ საკუთარი სიტყვების, ფრაზების, მოძრაობების მრავალჯერადი მექანიკური გამეორება. სტერეოტიპიის გამოვლენა. აღინიშნება ძირითადად კატატონიური შიზოფრენიის დროს. ავტოექოსიმპტომებს მიეკუთვნება ავტოექოლალია და ავტოექოპრაქსია.(Stransky E.)
Source: ფსიქიატრიული ენციკლოპედია / შემდგ.: აკაკი გამყრელიძე, ნანა ნიკოლაიშვილი. - თბ. : მერანი-3, 1999 (მერანი-3). - 468გვ. ; 28სმ.. - ბიბლიოგრ.: გვ. 465-467. - ISBN 99928-34-40-4.