Rus. аутовисцероскопияL. Viscera – შიგნეულობაGk. Skopeo – ვუყურებ, თვალყურს ვადევნე ცრუ აღქმის სინდრომი, პროეცირებული ორგანიზმის შიგნით. ჰალუცინაციათა სიცხოველით, დინამიკურობით, სცენიურობით მოგვაგონებს დელირიუმს. ავადმყოფები აღიქვამენ საკუთარ სხეულს რელიეფურად, თითქოს მათში არიან ცოცხალი არსებები, უცხო სხეულები, რომლებიც არღვევენ შინაგანი ორგანოების მოქმედებას. ზოგჯერ შინაგანი ღრუები წარმოადგენს დრამატული მოვლენების ადგილს (ცეცხლი მუცელში, ფილტვები მოცულია კვამლით). მკვეთრი ფაბულა არ არსებობს, დამახასიათებელია ჰალუცინაციური სურათების სწრაფი ცვლა. დაავადების მიმდინარეობაში ავტოვისცეროსკოპიული ჰალუცინაციები იცვლება ჭეშმარიტი მხედველობითი ჰალუცინაციებით. ავტოსკოპიისა და ჰეატოსკოპიისაგან განსხვავებით, ორეულის შეგრძნება არ არის გამოხატული. აღწერილია შიზოფრენიისა და თავის ტვინის ენცეფალიტის ტიპით მიმდინარე ორგანული დაზიანების დროს.(Полтавский В.Г. 1965)
Source: ფსიქიატრიული ენციკლოპედია / შემდგ.: აკაკი გამყრელიძე, ნანა ნიკოლაიშვილი. - თბ. : მერანი-3, 1999 (მერანი-3). - 468გვ. ; 28სმ.. - ბიბლიოგრ.: გვ. 465-467. - ISBN 99928-34-40-4.