A B C D E F G H I J K L M N O P R S T V W

ე. ეა ებ ეგ ედ ევ ეზ ეთ ეი ეკ ელ ემ ენ ეო ეპ ერ ეს ეტ ეუ ეფ ექ ეჭ
ეპი ეპო ეპრ ეპშ

ეპილეფსია ფსიქოსენსორული

Rus. эпилепсия психосенсорная
(Гуревич М.О., 1936). ფსიქიკური ეპილეფსიის სახე, კლინიკურ სურათში დომინირებს ფსიქოსენსორული აშლილობების სინდრომი და განსაკუთრებული მდგომარეობები. ტოტალური ბინდისებური მდგომარეობისგან განსხვავდება ამნეზიის არარსებობით და ცნობიერების დარღვევის პარციალურობით. სენსორული სინთეზის დარღვევის არსებობა განსაკუთრებულ მდგომარეობას უახლოებს ფსიქოსენსორულ აშლილობებს. ჭეშმარიტი (გენუინური) ეპილეფსიის დროს ფსიქოსენსორული დარღვევები გამოირჩევა სრული რეინტეგრაციით, სიმტომატიკის შექცევადობით მაშინ, როცა სიმპტომური ეპილეფსიის დროს რჩება რეზიდუალური, თუმცა არამკვეთრად გამოხატული კეროვანი, განსაკუთრებით ვესტიბულური ხასიათის სიმპტომები. გასტო (H. Gastaut, 1975) ფსიქოსენსორულ ეპილეფსიურ გულყრებს ახასიათებს როგორც ილუზორულს ან ჰალუცინაციურს, თუმცა ეს ტერმინები არ შეიძლება განიხილებოდეს როგორც ეკვივალენტები
Source: ფსიქიატრიული ენციკლოპედია / შემდგ.: აკაკი გამყრელიძე, ნანა ნიკოლაიშვილი. - თბ. : მერანი-3, 1999 (მერანი-3). - 468გვ. ; 28სმ.. - ბიბლიოგრ.: გვ. 465-467. - ISBN 99928-34-40-4.
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9