A B C D E F G H I J K L M N O P R S T V W

სა სე სვ სთ სი სკ სლ სმ სნ სო სპ სტ სუ სქ სც სწ
საა სად საკ სალ სამ სან საპ სარ სას სატ საქ საძ სახ

საკონცენტრაციო ბანაკების სინდრომი

Rus. концентрационных лагерей синдром
ფსიქიკური აშლილობა, აღმოცენდება საკონცენტრაციო ბანაკების ტყვეებში ხანგრძლივი ფსიქიკური ტრავმატიზაციის შედეგად. დამახასიათებელია დეპრესია, იპოქონდრიული განცდები, აწეული აგზნებადობა, სისუსტე, დაღლილობა, თავის ტკივილი, თავბრუსხვევა, მეხსიერების დაქვეითება, ყურადღების კონცენტრაციის გაძნელება, ინიციატივის დაკარგვა, პიროვნებათშორისი კონტაქტების გაძნელება, ძილის დარღვევა – შემზარავი სიზმრები, რომლებშიც რეპროდუცირდება განცდილი, შფოთვის გრძნობა, ცრემლიანობა, სიმაღლის შიში, ხმაურის აუტანლობა, მომატებული ოფლიანობა, ინტოლერანტობა ალკოჰოლისადმი. საკონცენტრაციო ბანაკების სინდრომის ვარიანტებია მინკოვსკის სინდრომი, ტრაუტმანის სინდრომი განადგურების ბანაკებისა, ვიშერის დაავადება მავთულხლართისა
Source: ფსიქიატრიული ენციკლოპედია / შემდგ.: აკაკი გამყრელიძე, ნანა ნიკოლაიშვილი. - თბ. : მერანი-3, 1999 (მერანი-3). - 468გვ. ; 28სმ.. - ბიბლიოგრ.: გვ. 465-467. - ISBN 99928-34-40-4.
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9