Rus. автоматизм амбулаторныйL. Ambulatorius – მოძრავი ცნობიერების ბინდისებრი შეცვლის მდგომარეობა. ხასიათდება ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში მოძრაობირი და მოქმედებითი აქტების შესრულებით, გარეგნულად მოწესრიგებული, მიზანდასახული მოქმედებითი, შემდგომი ამნეზიით. გვხვდება ეპილეფსიური გულყრის შემდგომ პერიოდში ან ეპილეფსიური ეკვივალენტის სახით. ი. მენთეშაშვილის (1939) მიერ აღწერილია ეპილეფსიური ავტომატიზმის გამოვლინების თავისებურებები.
Source: ფსიქიატრიული ენციკლოპედია / შემდგ.: აკაკი გამყრელიძე, ნანა ნიკოლაიშვილი. - თბ. : მერანი-3, 1999 (მერანი-3). - 468გვ. ; 28სმ.. - ბიბლიოგრ.: გვ. 465-467. - ISBN 99928-34-40-4.