A B C D E F G H I J K L M N O P R S T V W

და დე დი დო დრ დუ დღ დ’
დაა დაბ დავ დათ დაკ დალ დამ დან დაჟ დარ დას დატ დაუ დაქ დაღ დაშ დაც დაძ

დაავადების შეცნობის ტიპები

Rus. болезни сознания типы
(Pick A., 1882; Heilbronner K., 1907). არჩევენ:
1) დაავადების შეგრძნება – ავადმყოფი შეიგრძნობს მის თავს მომხდარ ცვლილებას, თუმცა შეიძლება ვერ აღიქვამდეს მის ავადმყოფურ ხასიათს;
2) დაავადების შეცნობა – ავადმყოფი აღიქვამს მის ფსიქიკურ ნაკლოვანებას, აქედან ასკვნის, რომ მას აქვს ფსიქიკური დაავადება;
3) დაავადებისადმი კრიტიკული დამოკიდებულება – ავადმყოფი არა მარტო ამჩნევს ცვლილებას და საკუთარი ფსიქიკის ნაკლოვანებას, არამედ ავლენს დაავადების ცალკეული სიმპტომის მიმართ კრიტიკულ დამოკიდებულებას. დაავადების დიფერეცირებულ შეცნობას და მისი სიმძიმის კრიტიკულ შეფასებას ავადმყოფის მიერ აქვს კლინიკურ-პრაქტიკული მნიშვნელობა, განსაკუთრებით პროგნოზისათვის (Фридман Б.Д., 1940).
Source: ფსიქიატრიული ენციკლოპედია / შემდგ.: აკაკი გამყრელიძე, ნანა ნიკოლაიშვილი. - თბ. : მერანი-3, 1999 (მერანი-3). - 468გვ. ; 28სმ.. - ბიბლიოგრ.: გვ. 465-467. - ISBN 99928-34-40-4.
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9