Rus. болезни картина внутреняя (Лурия Р.А., 1939). ცნება, რომელიც მოიცავს დაავადებასთან დაკავშირებით აღმოცენებული განცდების ერთობლიობას, „დაავადების შეცნობა“ (Краснушкин Е.К.,). დაავადების სუბიექტური სურათი განიხილება ორ დონეზე: სენსიტიური (დაავადების შედეგად აღმოცენებული შეგრძნებების კომპლექსი) და ინტელექტუალური (ავადმყოფის ფიქრი დაავადებასთან დაკავშირებით, რომელიც ასახავს მის რეაქციას შეცვლილ მდგომარეობაზე). დაავადების შინაგანი სურათის ცოდნა ექიმისთვის აუცილებელია არა მარტო სწორი დიაგნოსტიკისათვის, არამედ სწორი მკურნალობისთვის, განსაკუთრებით ფსიქოსომატური დაავადებებით შეპყრობილთა სამკურნალოდ
Source: ფსიქიატრიული ენციკლოპედია / შემდგ.: აკაკი გამყრელიძე, ნანა ნიკოლაიშვილი. - თბ. : მერანი-3, 1999 (მერანი-3). - 468გვ. ; 28სმ.. - ბიბლიოგრ.: გვ. 465-467. - ISBN 99928-34-40-4.