A B C D E F G H I J K L M N O P R S T V W

და დე დი დო დრ დუ დღ დ’
დაა დაბ დავ დათ დაკ დალ დამ დან დაჟ დარ დას დატ დაუ დაქ დაღ დაშ დაც დაძ

დაავადებისწინა პერიოდი

Rus. предболезнь
(Семичов С.Б., 1987). დისფუნქციური მდგომარეობა, ფსიქიკური დეზადაპტაცია, რომელიც გამოდის ნორმის ფარგლებიდან, მაგრამ არ აღწევს დაავადების სიღრმეს. ასახავს დაავადების აღმოცენების ალბათობას. მისთვის დამახასიათებელი დეზადაპტაცია აღწევს სუბკლინიკური დარღვევების ხარისხს, თუმცა, დაავადებისგან განსხვავდება ერთი ან რამდენიმე ნიშნით: დაავადების კლინიკური ნიშნების ჩამოყალიბებლობა, მათი შექცევადობა, ეპიზოდურობა, პარციალობა, ცნობიერების და ნების კონტროლის განხორციელების შესაძლებლოა, მდგომარეობის კრიტიკულად შეფასების უნარი. დაავადებისწინა პერიოდის გაგება ხელს უწყობს ფსიქიკური დარღვევების დიაგნოსტიკას, დაავადების პროგნოზის საკითხების გათვალისწინებას, აწეული რისკის ჯგუფების გამოყოფას. თეორეტიკულ-მეთოდოლოგიურ ასპექტში იგი იძლევა ფსიქიკური ნორმის პრობლემებს ზუსტი გადაჭრის წინაპირობას, აძლევს ფსიქიატრებს დაავადების პროფილაქტიკური ფაქტორების შესწავლის საშუალებას
Source: ფსიქიატრიული ენციკლოპედია / შემდგ.: აკაკი გამყრელიძე, ნანა ნიკოლაიშვილი. - თბ. : მერანი-3, 1999 (მერანი-3). - 468გვ. ; 28სმ.. - ბიბლიოგრ.: გვ. 465-467. - ISBN 99928-34-40-4.
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9