A B C D E F G H I J K L M N O P R S T V W

და დე დი დო დრ დუ დღ დ’
დაა დაბ დავ დათ დაკ დალ დამ დან დაჟ დარ დას დატ დაუ დაქ დაღ დაშ დაც დაძ

დაბნეულობა

Rus. растерянность
ავადმყოფის მიერ სიტუაციის და საკუთარი მდგომარეობის მტანჯველი გაუგებრობა, რაც მას ეჩვენება უჩვეულოდ, ღებულობს რაღაც გაუგებარ აზრს. თან ახლავს შფოთვა, სევდა, შიში. დამახასიათებელია გაოცების აფექტი. დაბნეულობა შეიძლება მიმდინარეობდეს აკინეზიით ან პირიქით, მოძრაობითი აგზნებით. ამ დროს ხშირად აღინიშნება ჰიპერმეტამორფოზის (ყურადღების ზეგაფანტულობა) მოვლენები. დაბნეულობა „ცარიელი“ შემოიფარგლება გაოცების აფექტით და ჰიპერმეტამორფოზით. ხშირად დაბნეულობას თან ახლავს პროდუქტიული ფსიქოპათოლოგიური სიმპტომები (ხატოვანი ბოდვა, ვერბალური ჰალუცინაციები, ცნობიერების დაბინდვის სინდრომები, ცრუ ამოცნობები, ფსიქიკური ავტომატიზმის მოვლენები და სხვ.). დაბნეულობა „ცარიელი“ ძირითადად აღინიშნება ორგანული ფსიქოზების დროს; თან ახლავს პროდუქტიული სიმპტომატიკა ეგზოგენურ-ორგანული ფსიქოზების და განსაკუთრებით, შიზოფრენიის დროს. შიზოფრენიით დაავადებულებში დაბნეულობის გაღრმავება იწვევს თავისებურ გადატვირთვას, რომელიც ხასიათდება მრავლობითი ფსიქოპათოლოგიური აშლილობით და გარემოსგან განდგომილებით (Морозов Г.В., 1988)
Source: ფსიქიატრიული ენციკლოპედია / შემდგ.: აკაკი გამყრელიძე, ნანა ნიკოლაიშვილი. - თბ. : მერანი-3, 1999 (მერანი-3). - 468გვ. ; 28სმ.. - ბიბლიოგრ.: გვ. 465-467. - ISBN 99928-34-40-4.
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9