Rus. наблюдательная палата სპეციალური პალატა ფსიქიატრიული საავადმყოფოს განყოფილებაში იმ ავადმყოფთა მოსათავსებლად, რომლებიც საჭიროებენ განსაკუთრებულ ზედამხედველობას სიუციდური და ჰომიციდური ტენდენციების გამო. აგრეთვე, როცა საჭიროა განსაკუთრებული მოვლა სომატური მდგომარეობის ან საკვების მიღებაზე უარის შემთვევაში. დაკვირვების პალატაში, როგორც წესი, არის სადღეღამისო სანიტრული საგუშაგო
Source: ფსიქიატრიული ენციკლოპედია / შემდგ.: აკაკი გამყრელიძე, ნანა ნიკოლაიშვილი. - თბ. : მერანი-3, 1999 (მერანი-3). - 468გვ. ; 28სმ.. - ბიბლიოგრ.: გვ. 465-467. - ISBN 99928-34-40-4.