A B C D E F G H I J K L M N O P R S T V W

და დე დი დო დრ დუ დღ დ’
დაა დაბ დავ დათ დაკ დალ დამ დან დაჟ დარ დას დატ დაუ დაქ დაღ დაშ დაც დაძ

დამბლა

Rus. паралич
L. paralysis – დასუსტება, მოდუნება
მოძრაობითი ფუნქციის მოშლა, ნებითი მოძრაობების სრული მოსპობა შესაბამისი კუნთების ინერვაციის დარღვევის შედეგად. არჩევენ დამბლის ცენტრალურს, რომელიც გამოწვეულია ცენტრალური მოტორული ნეირონების დაზიანებით და ხასიათდება კუნთოვანი ტონუსის მომატებით და ჰიპერრეფლექსიით, პათოლოგიური რეფლექსებით და სინკინეზიებით, კანის რეფლექსების გაქრობით (სინონ.: დამბლა პირამიდული. დამბლა სპასტიკური), და პერიფერიულს, რომელიც განპირობებულია ზურგის ტვინის წინა რქების, ზურგის ტვინის წინა ფესვების და (ან) კორტიკულ-სპინალური ნერვების, აგრეთვე თავის ტვინის მოტორული ნერვების და (ან) მატი ბირთვების დაზიანებით და ხასიათდება კუნთების ატროფიით და ატონიით, არეფლექსიით (სინონ.: დამბლა ატონიური. დამბლა ატროფიული. დამბლა დუნე). ისტერიის კლინიკაში აღინიშნება ფუნქციური (ისტერიული) დამბლა, ხასიათდება ორგანული დამბლის ობიექტური სიმპტომების არარსებობით. ისტერიული დამბლის ტიპური ნიშნები: პათოლოგიური რეფლექსების არარსებობა, ნორმალური ან გაცხოველებული ღრმა რეფლექსები, ნორმალური ან დაქვეითებული კუნთოვანი ტონუსი, კუნთოვანი ატროფიის არარსებობა (დამბლის მრავალთვიანი არსებობის გარდა), ავადმყოფის ყურადღების გადატანისას დადამბლავებელი კიდურის ნორმალური ფუნქცია, აქტიური წინააღმდეგობა პასიური მოძრაობების დროს. დამბლის ლოკალიზაცია არ შეესაბამება ფიზიოლოგიის და სხვ. (Jakubik A., 1979)
Source: ფსიქიატრიული ენციკლოპედია / შემდგ.: აკაკი გამყრელიძე, ნანა ნიკოლაიშვილი. - თბ. : მერანი-3, 1999 (მერანი-3). - 468გვ. ; 28სმ.. - ბიბლიოგრ.: გვ. 465-467. - ISBN 99928-34-40-4.
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9