A B C D E F G H I J K L M N O P R S T V W

და დე დი დო დრ დუ დღ დ’
დაა დაბ დავ დათ დაკ დალ დამ დან დაჟ დარ დას დატ დაუ დაქ დაღ დაშ დაც დაძ

დამბლა ბულბური

Rus. паралич Булбарный
მოგრძო ტვინის კაუდალური ნაწილის დაზიანების სინდრომი. სიმპტომატიკა განპირობებულია თავის ტვინის IX, X, XI და XII წყვილი ნერვების ბირთვების, გამტარი გზების (მოტორული, სიმპათიკური, მგრძნობიარე) და რეტიკულური სუნსტანციის დაზიანებით. ვლინდება: დისფაგია, დისფონია, დიზართრია, სუნთქვის, სისხლის მიმოქცევის დარღვევა, ბულბური რეფლექსების გამოვარდნა (ყლაპვის, ხახის, ხველის), ენის კუნთების ატროფია და ფიბრილაციები მწვავედ განვითარებული დამბლა ბულბური იწვევს სიკვდილს სასუნთქი და გულის მუშაობის დარღვევის შედეგად. აღინიშნება თავის ტვინის სისხლის მიმოქცევის მოშლის დროს ვერტებრო-ბაზილარული არტერიის აუზში, სიმსივნის, სირინგობულბიის, გვერდითი ამიოტროფიული სკლეროზის და სხვ. დროს. შესაძლებელია ცალმხრივი დაზიანება
Source: ფსიქიატრიული ენციკლოპედია / შემდგ.: აკაკი გამყრელიძე, ნანა ნიკოლაიშვილი. - თბ. : მერანი-3, 1999 (მერანი-3). - 468გვ. ; 28სმ.. - ბიბლიოგრ.: გვ. 465-467. - ISBN 99928-34-40-4.
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9