Rus. автоматизм ассопиативныйL. ad – თან, socio – გაერთიანება ფსიქიკური ავტომატიზმის სახე მენტიზმის გარდა შეიცავს სხვადასხვა პათოლოგიურ მოვლენებს აზროვნების, მეხსიერების და ინტელექტის სხვა ფუნქციებში. მსგავსი პათოლოგიური მოვლენები, ავადმყოფის აზრით, აღმოცენდება სხვისი, გარეშე შემოქმედების შედეგად (აზრთა წართმევა, გაწყვეტა, გახმოვანება, ნაძალადევი მოგონებები და სხვ.). შედის კანდინსკი–კლერამბოს სინდრომის სტრუქტურაში.
Source: ფსიქიატრიული ენციკლოპედია / შემდგ.: აკაკი გამყრელიძე, ნანა ნიკოლაიშვილი. - თბ. : მერანი-3, 1999 (მერანი-3). - 468გვ. ; 28სმ.. - ბიბლიოგრ.: გვ. 465-467. - ISBN 99928-34-40-4.