A B C D E F G H I J K L M N O P R S T V W

და დე დი დო დრ დუ დღ დ’
დე დებ დეგ დედ დევ დეზ დეი დეკ დელ დემ დენ დეპ დეჟ დერ დეს დეტ დეფ დექ დეც

დელირიუმი ბუტბუტით

Rus. делирий бормочущий
როგორც წესი, ფსიქოზს წინ უსწრებს ან პროფესიული, ან ტიპური დელირიუმი, ან ვითარდება გაიე-ვერნიკეს ალკოჰოლური ენცეფალოპათიის ფონზე. კლინიკურ სურათში წამყვანია ცნობიერების ღრმა დაბინდვა, განსაკუთრებული მოძრაობითი და მეტყველებითი დარღვევები გამოხატული ნევროლოგიური და სომატური მოშლილობების ფონზე. ავადმყოფებთან კონტაქტში შესვლა შეუძლებელია. გამოხატული მოძრაობითი აგზნება შემოიფარგლება საწოლით (შეხება, გადასმა, ტაცება, მოქაჩვა, გაქაჩვა). არაიშვიათად თან ერთვის კუნთთა მიოკლონიური შეკრთობები, ქორეაფორმული ჰიპერკინეზები, მეტყველება დაბალ ხმაზე, გაუგებარი, მოდულაციის გარეშე, არასრული სიტყვებით. დამარცვლული, შორისდებულებით, ტოვებს ბურტყუნის შთაბეჭდილებას. პერიოდულად როგორც მოძრაობითი, ასევე მეტყველებითი აგზნება ქრება. ნევროლოგიური დარღვევებიდან აღსანიშნავია ორალური ავტომატიზმი და თვალის მამოძრავებელი ინერვაციის დარღვევები, რომელიც გამოვლინდება სტრაბიზმით, ნისტაგმით, ფტოზით. სომატურად – ჰიპერთერშია, არტერიული წნევის მერყეობა ჰიპოტონიისკენ, ჰიპერჰიდროზი. გართულების შემთხვევაში გადადის ამენციურ ან ღრმა კომატოზურ მდგომარეობაში. გამოჯანმრთელების შემდეგ აღინიშნება სრული ამნეზია
Source: ფსიქიატრიული ენციკლოპედია / შემდგ.: აკაკი გამყრელიძე, ნანა ნიკოლაიშვილი. - თბ. : მერანი-3, 1999 (მერანი-3). - 468გვ. ; 28სმ.. - ბიბლიოგრ.: გვ. 465-467. - ISBN 99928-34-40-4.
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9